Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმცროსი ფინანსისტი (Junior Finance Specialist) 

 

ევროპული სკოლა ეძებს უმცროს ფინანსისტს, რომელიც ჩაერთვება ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებში, რეპორტინგში და ბიუჯეტირებასთან დაკავშირებულ პროცესებში.

 

ძირითადი მოვალეობები

  • ფასთა დინამიკის მონიტორინგი (შესყიდვები/გაყიდვები/სერვისები), ცვლილებების დაფიქსირება და მოკლე ანალიზის მომზადება
  • სტატისტიკის წარმოება და მონაცემთა ბაზების განახლება ყოველდღიური/კვირეული/თვიური ჭრილით
  • რეპორტების მომზადება Excel-ში (გაყიდვები, ხარჯები, მარაგები, ბიუჯეტის შესრულება) და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციის ფორმატში წარდგენა
  • ფინანსური დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება (ინვოისები, ხელშეკრულებები, აქტები) — მონაცემების სისწორის კონტროლი, სისტემატიზაცია და დაარქივება
  • ხარჯების და შემოსავლების ანალიზიგადახრების (variance) იდენტიფიცირება და ანგარიშის მომზადება
  • ბიუჯეტირებისა პროცესში მონაწილეობა: მონაცემების შეგროვება და მართვა. სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში / ბიზნეს ადმინისტრირებაში / ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დროის მართვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის უნარი

 

ჩვენ გთავაზობთ

  • სამუშაო გამოცდილებას საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში
  • პროფესიულ განვითარებას ფინანსური რეპორტინგისა და ანალიტიკის მიმართულებით
  • მეგობრულ გუნდს და ორგანიზებულ სამუშაო პროცესებს

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული